ოპოზიცია ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პოლიტიკური შეფასებები უკვე თბილისში კეთდება.
ირაკლი კობახიძე, რომელიც გავრილოვის ღამის გამო თანამდებობიდან გაუშვეს, 5 თვის შემდეგაც ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტზე შტურმს გეგმავდა. საქართველოს პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ევროპელ კოლეგებს გავლენების მსხვერპლად მიიჩნევს. მმართველი გუნდის აზრით, საქართევლოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.
ის, რასაც „ქართული ოცნება“ სპეკულაციად აფასებს, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ოპოზიციის იმ წერევბისთის, რომლებიც 20- 21 ივნისის ღამის მოვლენების დროს პარლამენტის წინ გავრილოვის ჩამოყვანას აპროტესტებდნენ. არასაპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ ახლა ივანიშვილის გადასაწყვეტია სად აწყობს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფნა - ციხეში, თუ გარეთ.
სანამ ევროპარალამენტი რეზოლუციას მიიღებს, ისინი თბილისში ჩამოვლენ და გავრილოვის ღამის პატიმრებს მოინახულებენ.